გაკვეთილის გეგმები


გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი, გვარი: ხათუნა ჩიტორელიძე
საგანი: ისტორია
სწავლების საფეხური, კლასი:  საბაზო, მე-7 კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 32, სსსმ მოსწავლე კლასში არ არის.
გაკვეთილის თემა:  ბავშვთა უფლებების დაცვა საქართველოში
სამოდელო გაკვეთილის ტიპი: პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილი
                             
გაკვეთილის მიზანი:  *  მოსწავლე გააანალიზებს და იმსჯელებს ადამიანისა და ბავშვთა უფლებების კონვენციის მნიშვნელობაზე.
·         მოსწავლე გააანალიზებს და შეაფასებს ბავშვთა პრობლემებს საქართველოში და ჩამოაყალიბებს მათი გადაჭრის შესაძლო გზებს
განსავითარებელი უნარჩვევები: საკუთარი აზრის ჩამოყალიბების, სხვისი შეხედულებების პატივისცემის, პირადი და გუნდური პასუხისმგებლობის, პრობლემის გამოკვეთის, ანალიზის, სინთეზის და პრობლემის გადაჭრის უნარის განვითარება.

გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან:                                                                                              
   გაკვეთილის თემა და მიზანი შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას.
მიმართულება:  ისტ. საბ. 5. ფაქტების, ინტერპრეტაცია/მოსაზრებების და სტერეოტიპების ერთმანეთისგან გარჩევა;
შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე:  აანალიზებს ბავშვთა კონვენციაშ არსებულ თითოეულ მუხლს, აფასებს ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში შექმნილ მდგომარეობას და მსჯელობს მის გამომწვევ მიზეზებზე.
ისტ. საბ. 12. ისტორიული მაგალითების მოშველიებით სახელმწიფოებრივი აზროვნებისა (პატრიოტიზმი) და დემოკრატიის პრინციპების (თანასწორობა, მონაწილეობა) საჭიროების დასაბუთება.

შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე: აყალიბებს პრობლემის გადაჭრის შესაძლო გზებს დემოკრატიული პრინციპების გათვალისწინებით, აფასებს სახელმწიფოს როლს ბავშვთა უფლებების დაცვის საქმეში.

აქტივობის მიზანი და  აღწერა
გამოყენებული მეთოდი/ მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ ფორმები

სასწავლო რესურსები
(დაასაბუთეთ შინაარსობრივი რესურსების მიზანშეწონილობა სასწავლო მიზანთან მიმართებით)
დრო (წთ)
1


აქტივობის მიზანი: მოსწავლეებისათვის პოზიტიური საგაკვეთილო განწყობისა და   წინაპირობის შექმნა სასწავლო თემისა და მიზნის განსაზღვრისათვის.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი აგვარებს საორგანიზაციო საკითხებს ყურადღებას ამახვილებს გაკვეთილის თემასა და მიზანზე, მიმართებას ამყარებს საგაკვეთილო მიზანსა და გრძელვადიან მიზნებს შორის.მოსწავლეებს  აცნობს შეფასების  ფორმებსდა  რუბრიკებს, რომელთაც გამოიყენებენ  გაკვეთილის პროცესში. შეაფასებს  ჯგუფურ მუშაობას,თვალსაჩინო ადგილზე აკრავს გაკვეთილის თემას,მიზანსა და შეფასების რუბრიკებს.
ვერბალური ახსნა .
საერთო საკლასო
ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა.(იხ.დანართი №1),განმავითარებელი შეფასების რუბრიკა (იხ.დანართი №2),
აღნიშნული ვიზუალური თვალსაჩინოებები დაეხმარება მოსწავლეებს უკეთ აღიქვან და განსაზღვრონ გაკვეთილის თემა და მიზანი,შეექმნათ პოზიტიური განწყობა.
2-3 წთ
2


აქტივობის მიზანი: წინარე ცოდნის გააქტიურება.

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეების პროვოცირებისა და წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით  უსვამს კითხვებს და ორიენტირებულია ბლუმის ტაქსონომიის სააზროვნო უნარების, როგორც დაბალ, ისე მაღალ დონეებზე. 

კითხვა-პასუხი
საერთო საკლასო


5-6 წთ.
3


აქტივობის მიზანი:  მოსწავლეთა პროვოცირება
აქტივობის აღწერა: სლაიდშოუს ჩვენება.

სლაიდშოუს ანალიზი

მთელი კლასი


4-5წთ.
4
აქტივობის მიზანი: ჯგუფური მუშაობის პრინციპით საგაკვეთილო თემის დამუშავება
აქტივობის აღწერა : მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად, მიიღებენ დავალებებს შერჩევის პრინციპით  და განსაზღვრულ დროში წარმოადგენენ მას.
პირველი ჯგუფის დავალება: ბავშვთა უფლებების დაცვის ვალდებულება და საქართველო
მეორე ჯგუფის დავალება: „გადავარჩინოთ ბავშვები“_საქართველოს თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან
მესამე ჯგუფის დავალება: საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ბავსვთა უუფლებების შესახებ
მეოთხე ჯგუფის დავალება: რამდენადაა დაცული საქართველოში ბავშვთა უფლებები.


პრეზენტირება

ჯგუფური

ფლიპჩარტები

10წთ.
5
აქტივობის მიზანი : ჯგუფური ნამუშევრის პრეზენტაცია
აქტივობის აღწერა: ჯგუფიდან ერთი მოსწავლე წარმოადგენს  ნამუშევრის პრეზენტაციას

პრეზენტაცია
ინდივიდუალური

8წთ
6
აქტივობის მიზანი:  პრობლემის ანალიზი.
აქტივობის აღწერა: მოსწავლეები ჩამოწერენ პრობლემებს რომელიც არსებობს  ბავშვთა დაცვის კუთხით და შეძლებენ ჩამოაყალიბონ ათპუნქტიანი საკუთარი ვერსია ბავშვთა უფლებების კონვენციის


სინთეზი-
პრეზენტაცია


ფლიპჩარტი გაკვეთილის თემითა და მიზნებით.
მოსწავლეები ვიზუალური საშუალებებით უკეთ გაიაზრებენ მიზნის მიღწევის ხარისხს.

4 წთ.
7
აქტივობის მიზანი: თვითშეფასებით,  მასწავლებელი აღწერითი უკუკავშირით , განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებით   განსაზღვრავს გაკვეთილის მიზნის  შესრულების ხარისხს;

აქტივობის აღწერა: მოსწავლეებს დავურიგებ წინასწარ გამზადილ ბარათებს და ვთხოვ ჩამოწერონ რა იყო მუშაობის პროცესში მისი ძლიერი და სუსტი მხარე.მასწავლებელი მოსწავლეებს წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკების გამოყენებით აფასებს. განმსაზღვრელი შეფასებით(ინდივიდუალური დაკვირვების რუბრიკა, რომლის შესახებაც გაკვეთილის დასაწყისში მიაწოდა მოსწავლეებს ინფორმაცია).განმავითარებლით(განმავითარებელი შეფასების რუბრიკა,რომელიც მოიცავს მთელ საგაკვეთილო პროცესს,ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა).




შეფასების რუბრიკები
საერთო-საკლასო


2 წთ.
8
აქტივობის მიზანი: საშინაო დავალება

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი უთუთებს ვებგვერდის მისამართს(www.everychild.ge) და თხოვს ბავშვებს ვებგვერდზე არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით  მოამზადონ პრეზენტაციები ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების მოღვაწეობის შესახებ საქართველოში და წარმოადგენენ შემდეგ გაკვეთილზე



2წთ.




შეფასება:
               
               განმსაზღვრელი – ინდივიდუალური დაკვირვების შეფასების რუბრიკით.
                 განმავითარებელი: განმავითარებელი შეფასების რუბრიკა,ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა, გამოსაძახებელი ჩხირები, შუქნიშნის ფერადი ბარათები.





დანართი № 1
ინდივიდუალური დაკვირვების შეფასების რუბრიკა
მოსწავლის სახელი,გვარი
შეფასების კრიტერიუმი
უმეტესად
ხშირად
იშვიათად
ძალზე იშვიათად
არასოდეს

იცის დაგეგმილი აქტივობების ქცევის წესები,იცავს მათ,საგაკვეთილო აქტივობების ცვლილებისას დროს არ კარგავს.
9 – 10
8 – 7
6 – 5
    4-3
2-1
სწორად პასუხობს დასმულ შეკითხვებს
9 – 10
8 – 7
6 – 5
4-3
2-1
ჩართულია ჯგუფურ მუშაობაში.
9 – 10
8 – 7
6 – 5
4-3
2-1




დანართი № 2
ჯგუფური მუშაობის  შეფასების რუბრიკა
შეფასების კრიტერიუმი
უმეტესად
ხშირად
იშვიათად
ჯგუფის წევრები უსმენენ ერთმანეთს
ჯგუფის წევრები თანამშრომლობენ (აზრის გამოხატვის თანაბარი პირობები)
ჯგუფი პრეზენტატორის საშუალებით წარმოადგენს ნამუშევარს..
ჯგუფი იცავს დროის ლიმიტს



დანართი № 3

განმავითარებელი შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები

დაბალი
საშუალო
კარგი
მაღალი
მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ისტორიული დოკუმენტების და ფაქტების  გააზრება გაანალიზება, მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა.
 არ შეუძლია
ნაწილობრივ შეუძლია
ძირითადად შეუძლია
შეუძლია
დასმულ შეკითხვებზე პასუხის მიღება
 ვერ პასუხობს შეკითხვებს.
პასუხობს მხოლოდ 1–2 შეკითხვას.
პასუხობს შეკითხვების უმრავლესობას.
ყოველთვის სწორად პასუხობს შეკითხვებს. 
ალაგებს ტექსტში გადმოცემულ ამბავს, ფაქტებსა და მოვლენებს ქრონოლოგიური თუ სხვა ნიშნის მიხედვით.

ვერ ალაგებს
ალაგებს
ნაწილობრივ.
უმეტესად ალაგებს
ალაგებს ტექსტში გადმოცემულ ამბავს, ფაქტებსა და მოვლენებს.
ეფექტურად იყენებს ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიებს (ხმის აწევ-დაწევა,ჟესტიკულაცია,მხედველობითი კონტაქტი.
ვერ იყენებს ეფექტურად
ნაწილობრივ იყენებს ეფექტურად
უმეტესად ეფექტურად იყენებს
ეფექტურად იყენებს





ხელმოწერა: ხ.ჩიტორელიძე
ჩატარების დრო: 15.05.2019


                                                                                          გაკვეთილის გეგმა

საგანი
ისტორია
მასწავლებელი
ხათუნა ჩიტორელიძე
სწავლების საფეხური
მე_11 კლასი
მოსწავლეთა პროფილი
21მოსწავლე (შშმ-0)
გაკვეთილის  თემა
ბაგრატ მესამე--ერთიანი საქართველოს პირველი მეფე
სასწავლო მიზანი  და შედეგები
1:მოსწავლე გაანალიზებს და გამოიკვლევს მე_10-საუკუნის საქართველოს საშინაო (პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ) და საგარეო მდგომარეობას და შეაფასებს პიროვნებების როლს ქვეყნის განვითარებასა და გაერთიანებაში
2: მოსწავლეს გაუუმჯობესდება ინფორმაციის დახარისხების , შედარება შეპირისპირების , პრეზენტაციისა და კრიტიკული აზროვნების უნარი
ესგ-ს ისტორიის სტანდარტით  განსაზღვრული  სასწავლო წლის ბოლოს მისაღწევი შედეგი:
ისტ.XI.3. მოსწავლე აფასებს პიროვნების როლს მართველობითი სტრუქტურების ჩამოყალიბებასა და განმტკიცებაში
ისტ.XI.5.  მოსწავლე იკვლევს საქართველოსა და მსოფლიოს საშინაო და საგარეო პოლიტიკურ პროცესებს.

გაკვეთილის აქტუალობა
მოსწავლე გამოკვეთს პიროვნების როლს ქვეყნის განვითარებაში, შემდგომი პერიოდის შესწავლის დროს ის შეძლებს ისაუბროს შესაბამისი პიროვნების როლზე და მის დამსახურებაზე და შეძლებს შედარება შეპირისპირებას სხვა საუკუნეების მოვლენებთან და პიროვნებებთან
წინარე ცოდნა
მოსწავლეებმა იციან მეცხრე საუკუნის ბოლოსა და მეათე საუკუნის დასაწყისში საქართველოს ტერიტორიაზე არსებული დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულების შესახებ, აანალიზებენ მათ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას
სასწავლო რესურსი
სახელმძღვანელო, რუკა, ფლიფჩარტი, მარკერი , ისტ-ი, power point,
https://www.arcgis.com/apps/MapSeries/index.html?appid=4b599240165843faa9a3aea4a56878f4
გაკვეთილის მსვლელობა
პირველი ფაზა-გამოწვევა გაკვეთილის თემისა და მიზნის გაცნობა (2წთ)
აქტივობა1: წინარე ცოდნის გააქტიურება . კითხვა-პასუხი (5წთ)
მეორე ფაზა- სიღრმისეული წვდომა
აქტივობა 2: მინი ლექცია (3წთ)
აქტივობა 3: ტექსტზე მუშაობა ჯგუფებში(10წთ)
(დავალებების მიცემა შერჩევითობის პრინციპით. 1_ მეათე საუკუნის 70იანი წლების პოლიტიკური მდგომარეობა  2_დასავლეთ საქართველოს შემოერთება  3_ტაო-კლარჟეთისა და სამცხეჯავახეთის შემოერთება 4_გაერთიანების დასასრული და ეკონომიკური და კულტურული ვითარება
მესამე ფაზა-რეფლექსია
აქტივობა 4: ჯგუფების პრეზენტაცია (12წთ)
აქტივობა5:პრობლემის ანალიზი, ბაგრატ მესამის მიერ კახეთ-ჰერეთის ძალის გამოყენებით შემოერთების შესახებ (5წთ)
დავალება: წერილობით გაანალიზებენ  საქართველოს გაერთიანების ხელისშემწყობ და ხელისშემშლელ საგარეო და საშინაო პირობებს და წარმოადგენენ შემდეგ გაკვეთილზე (1წთ)
შეფასება
განმავითარებელ განმსაზღვრელი (კომენტარებითა და რუბრიკებით (2წთ) )






                                         პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა


მოსწავლის სახელი, გვარი

1.             
2.             
3.             
4.             
5.             
6.             
7.             
8.             
9.             
10.           
საინტერესო შესავალი (პრობლემის იდენტიფიცირება) 1ქ










კვლევების/ნაშრომის წარმოჩენის უნარი  1ქ










შემოქმედებითი უნარი 1ქ










პრობლემის გადაჭრის გზების შეთავაზება 1ქ










თემის გასაგებად წარმოდგენა (ლოგიკური ჯაჭვი) 1ქ










საუბარი (გამართულობა, ტემბრი) 1ქ










თვალსაჩინოებების გამოყენება 1ქ










აუდიტორიასთან კონტაქტი1ქ










ინფორმაციის ფლობის უნარი (ადეკვატური კითხვა-პასუხი)  1ქ










დროის ლიმიტის დაცვა 1ქ










ჯამი











                                                                                           გაკვეთილის გეგმა
საგანი
ისტორია
მასწავლებელი
ხათუნა ჩიტორელიძე
სწავლების საფეხური
მე_11 კლასი
მოსწავლეთა პროფილი
21მოსწავლე (შშმ-0)
გაკვეთილის  თემა
ქართლი მე_5საუკუნეში ,  ვახტანგ გორგასალი
სასწავლო მიზანი  და შედეგები
1:მოსწავლე გაანალიზებს და გამოიკვლევს მე_5საუკუნის საქართველოს საშინაო (პოლიტიკურ, სოციალურ-ეკონომიკურ და რელიგიურ) და საგარეო მდგომარეობას და შეაფასებს ვახტანგ გორგასლის როლს ქვეყნის განვითარებაში
2: მოსწავლეს გაუუმჯობესთება ინფორმაციის დახარისხების , შედარება შეპირისპირების , პრეზენტაციისა და კრიტიკული აზროვნების უნარი
ესგ-ს ისტორიის სტანდარტით  განსაზღვრული  სასწავლო წლის ბოლოს მისაღწევი შედეგი:
ისტ.XI.3. მოსწავლე აფასებს პიროვნების როლს მართველობითი სტრუქტურების ჩამოყალიბებასა და განმტკიცებაში
ისტ.XI.5.  მოსწავლე იკვლევს საქართველოსა და მსოფლიოს საშინაო და საგარეო პოლიტიკურ პროცესებს.
ისტ.XI.7. მოსწავლეს შეუძლია საქართველოს მატერიალურ და სულიერ კულტურაზე  რელიგიის გავლენის ანალიზი.
გაკვეთილის აქტუალობა
მოსწავლე გამოკვეთს პიროვნების როლს ქვეყნის განვითარებაში, შემდგომი პერიოდის შესწავლის დროს ის შეძლებს ისაუბროს შესაბამისი პიროვნების როლზე და მის დამსახურებაზე, პერიოდებისა და ფაქტების ცოდნა დაეხმარება ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების კოდების გახსნასადა გაანალიზებაში
წინარე ცოდნა
მოსწავლეებმა იციან ირანის მიზნების შესახებ  კავკასიის რეგიონსა და საქართველოში, იციან მეოთხე საუკუნის ქართლის სამეფოს სოციალურ ეკონომიკური პოლიტიკური  და რელიგიური მდგომარეობის შესახებ.
გაკვეთილის მსვლელობა
პირველი ფაზა-გამოწვევა გაკვეთილის თემისა და მიზნის გაცნობა (2წთ)
აქტივობა1: წინარე ცოდნის გააქტიურება . კითხვა-პასუხი (5წთ)
მეორე ფაზა- სიღრმისეული წვდომა
აქტივობა 2: მინი ლექცია (3წთ)
აქტივობა 3: ტექსტზე მუშაობა ჯგუფებში(10წთ)
(დავალებების მიცემა შერჩევითობის პრინციპით. 1_ ირანის ექსპანსია კავკასიაში  2_ქართლის დიდაზნაურები და საეკლესიო რეფორმა  3_ბრძოლა ქართლის გათავისუფლებისათვის  4_საქალაქო მშენებლობა
მესამე ფაზა-რეფლექსია
აქტივობა 4: ჯგუფების პრეზენტაცია (12წთ)
აქტივობა5:პრობლემის ანალიზი, ვახტანგ გორგასლის  გადაწყვეტილების შესახებ მიქაელ მთავარეპისკოპოსის გაძევებასა  და ვარსქენ პიტიახშის მკვლელობასთან დაკავშირებით (5წთ)
დავალება: წერილობით შეაფასებენ ვახტანგ გორგასლის მოღვაწეობას და წარმოადგენენ შემდეგ გაკვეთილზე (1წთ)
შეფასება
განმავითარებელ განმსაზღვრელი (კომენტარებითა და რუბრიკებით (2წთ) )
რესურსი
სახელმძღვანელო ფორმატები,მარკერები,რუკა, „ისტორიის ნარკვევები“ , საეკლესიო რუკების ატლასი, მე_5საუკუნის  ციხექალაქების ფოტო-მასალა, ინტერნეტი




                                         პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა


მოსწავლის სახელი, გვარი

1.             
2.             
3.             
4.             
5.             
6.             
7.             
8.             
9.             
10.           
საინტერესო შესავალი (პრობლემის იდენტიფიცირება) 1ქ










კვლევების/ნაშრომის წარმოჩენის უნარი  1ქ










შემოქმედებითი უნარი 1ქ










პრობლემის გადაჭრის გზების შეთავაზება 1ქ










თემის გასაგებად წარმოდგენა (ლოგიკური ჯაჭვი) 1ქ










საუბარი (გამართულობა, ტემბრი) 1ქ










თვალსაჩინოებების გამოყენება 1ქ










აუდიტორიასთან კონტაქტი1ქ










ინფორმაციის ფლობის უნარი (ადეკვატური კითხვა-პასუხი)  1ქ










დროის ლიმიტის დაცვა 1ქ










ჯამი















No comments:

Post a Comment