სასწავლო მეთოდოლოგია და მიდგომები

ანოტაცია საქართველოსსაგანმანათლებლოსისტემისგრძელვადიანიგანვითარებისგეგმი თკიდევერთხელდადასტურდა, რომმოწინავეევროპულსაგანმანათლებლოსივრცეშიინტეგრაციაჩვენისაგანმანა თლებლოსისტემისუმნიშვნელოვანესიამოცანაა. ესისსივრცეა, რომელიცყოველთვისღიააინოვაციებისადასაკმაოდთამამიექსპერიმენტებისათ ვის. 21- ესაუკუნესუზარმაზარისიახლეებიდაცვლილებებიმოაქვსთითქმისყველადარგ ში, მითუმეტესსაგანმანათლებლოსისტემებში. ჩვენიქვეყნისგანათლებისმესვეურებიცდილობენმხარიაუბანდღევანდელობისმ ოთხოვნებს:იცვლებასაგნობრივიდაპროფესიულისტანდარტები, მუშავდებამასწავლებელთაპროფესიულიგანვითარებისახალისქემა,მიმდინარე ობსეროვნულისასწავლოგეგმისრევიზიადასხვ.უკანასნელიწლებისგანმავლობ აშიმასწავლებლებსგააცნესუამრავიახალიმეთოდიდასასწავლოაქტივობა,მიეწო დათსაგანმანათლებლორესურსები.ცნობილიარომსიახლეებისმოყვარულებიყ ოველთვისუმცირესობაშიარიან,თუმცა მათი რიცხვითან და თანიზრდება. ჩვენინაშრომიშედგენილიაავტორისმიერუკანასკნელპერიოდშიინტერნეტგაზე თში ,,მასწავლებელი.ჯი“გამოქვეყნებულისტატიებისმიხედვით. საკონფერენციოთემაზემუშაობისასმათშიგარკვეულიცვლილებებიიქნაშეტანი ლი. როგორცსათაურიდანჩანს, ჩვენშევეხეთისტორიისსწავლებისპრობლემატიკას - გამოვკვეთეთრამდენიმეტენდენცია, აღვწერთახალმეთოდს, მასწავლებლებსვთავაზობთრამდენიმესაინტერესოაქტივობას. მიგვაჩნია, რომმთავარიგამოწვევა, რომლისწინაშეცისტორიისმასწავლებლებიდგანანიმაშიმდგომარებს, რომსაჭიროაისტორიისსწავლებისპროცესისსტატიკურიმდგომარებიდანდინამ იურმდგომარეობაშიგადასვლა.
ესმიზანიშესრულდებათუგაკვეთილებიახალიშემოქმედებითი, ორიგინალური, სახალისომეთოდებითაქტივობებითგამდიდრდება. ისტორიისხარისხიანისწავლებაუშუალოდუკავშირდებაეროვნულისასწავლომ იზნებითგათვალისწინებულიმოთხოვნებისშესრულებას, ხოლოშემოქმედებითიაქტივობებიერთიმხრივაცოცხლებსსასწავლოპროცესს, აძლიერებსმოსწავლისინტერესსსაგნისმიმართდამოტივირებულსხდისმას. მეორემხრივ, სწორედუშუალოდსაგაკვეთილოპროცესშიგამოყენებულიმეთოდურადგამართ ულიორიგინალურიაქტივობებისმეშვეობითშეძლებსმასწავლებელიპროფესიუ ლიგანვითარებისსქემითგათვალისწინებულიკრედიტქულებისმოგროვებას, რაცმასკატეგორიისამაღლებისდამატერიალურიმდგომარეობისგაუმჯობესების საშუალებასმისცემს. ამგვარად, საინტერესოსასწავლოაქტივობებიპედაგოგისფინანსურადმომგებიანივალდებ ულებაცხდება. საკვანძოსიტყვები: დინამიურისასწავლოპროცესი, სასწავლომეთოდი, სასწავლოაქტივობა, შეტრიალებულისაკლასოოთახი, ეროვნულისასწავლომიზნები, ეროვნულისასწავლოგეგმა, კრიტიკულიაზროვნება, შემოქმედებითობა ყველანი ვთანხმდებით, რომ მოწინავე ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაცია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა. ეს გახლავთ საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც ყოველთვის ღიაა საკმაოდ თამამი ექსპერიმენტებისათვის. ხდება სწავლების ახალი ინტერაქტიური მეთოდების კრიტიკული შესწავლა, წარმოებული კვლევებით დგინდება ახალი მიდგომების ეფექტურობა, დამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში სიახლეები საგანმანათლებლო სისტემებში ინერგება. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ უპირობო ენთუზიაზმით სიახლეებს არსად ხვდებიან. ცნობილია, სიახლეების მოყვარულები ყოველთვის უმცირესობაში არიან, უპირობო ენთუზიასტები ნებისმიერ საზოგადოებაში 5-10 %-ია. ამგვარად, ექსპერიმენტული მეთოდების დანერგვას ყველგან წლები სჭირდება. ჩვენი საგანმანათლებლო სისტემაც სწორედ ამ გამოწვევის წინაშე დგას. სწავლა-სწავლების თანამედროვე მოთხოვნები მასწავლებლებს მრავალი გამოწვევის წინაშე აყენებს. რას ვგულისხმობთ, როცა ვამბობთ ,,სწავლების თანამედროვე მოთხოვნები“? უპირველესად, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ იმ უნარ-ჩვევებს, რომლებიც მოსწავლეებს უნდა განვუვითაროთ მათი მომავალი წარმატებისათვის.ეს ურთულესი მისია  წარმატებით რომ დაგვირგვინდეს, აუცილებელია მასწავლებელმა თვითგანვითარებაზედიდი ძალისხმევა გაიღოს.თითქმის ორი ათწლეულია ჩვენს მასწავლებლებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სხვა სოლიდურ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად სხვადასხვა გამოცემებით სთავაზობენ ქართველი და უცხოელი ექსპერტების მეთოდოლოგიურ რჩევებს, ატარებენ მათთვის ძალზე ნაყოფიერ ტრენინგებს და სხვა ღონისძიებებს. ჩვენ ვიმედოვნებთ, მასწავლებლების უმეტესობა ყურადღებით ეცნობა საჭირო ლიტერატურას და ითვალისწინებს მათ თავიანთ პრაქტიკაში. ჩვენს თემას ისტორიის სწავლა-სწავლების პრობლემატიკის მიმოხილვით დავიწყებთ, განვიხილავთ სწავლების ახალ მეთოდებს, ბოლოს შემოგთავაზებთ რამდენიმე საინტერესო აქტივობას. თავდაპირველად გვსურს დავაფიქსიროთ ჩვენი მოსაზრება, რომ ისტორიის მასწავლებლებმა მაქსიმალურად უნდა ისარგებლონ იმ უნიკალური შესაძლებლობით, რომ ისტორიის სწავლებას ძალზე ჰარმონიულად ეთანადება აზროვნებასთან და ანალიზთან დაკავშირებული პროცესები. მხედველობაში გვაქვს ის გარემოება, რომ ისტორია არ განეკუთვნება ე. წ. ,,ზუსტ მეცნიერებებს“, ისტორიული მოვლენებიდან ან ცნობილი ისტორიული პიროვნებების გარდაცვალებიდან არათუ ათწლეულების, საუკუნეების გასვლის შემდეგაც არ წყდება სრულიად ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებების დაპირისპირება. უნდა შევეცადოთ, ისტორიის გაკვეთილები დინამიური, საინტერესო, სახალისო გავხადოთ. საშუალო და უფროსი თაობის უმეტესობას ისტორიის მასწავლებლები თვალწინ სტატიკურ მდგომარეობაში, რუკასთან ან დაფასთან მდგომი, მსოფლიო ისტორიის მთავარ მოვლენებზე მოსაუბრე ახსოვთ. (ამ მხრივ მდგომარეობა კარდინალურად და საბოლოოდ ჯერ კიდევ არ არის შეცვლილი). ალბათ იმასაც გაიხსენებენ, რომ ძირითადად დასჯის შიშით სწავლობდნენ. ახლა, როცა უკვე მე ვარ ისტორიის მასწავლებელი, ვცდილობ გავარკვიო, რისი შეცვლა შეგვიძლია ჩვენ უკეთესობისაკენ. სადაო არ არის, რომ შეცვლა არა მარტო საჭირო და აუცილებელი, არამედ სავალდებულოც კია. ამას ეროვნული სასწავლო მიზნები გვავალდებულებს. ამასთანავე ჩვენი მოვალეობაა მოსწავლეებში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უნარების განვითარება და მათთვის სასწავლო კურსით გათვალისწინებული ცოდნის გადაცემა. ისტორია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სასწავლო საგანია. ზემოთ ეროვნული სასწავლო მიზნები ვახსენე, მათი მიღწევა დიდწილადაა დამოკიდებული ისტორიის სწავლებაზე. ვგულისხმობ, რომ ამ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტით გათვალისწინებული თითქმის ყველა მიზანი ისტორიის ცოდნას (ამ შემთხვევაში ცოდნაში ბლუმის ტაქსონომიის ექვსივე დონეს ვგულისხმობ) უკავშირდება. მოკლედ, ჩვენი ამოცანა ბევრად გართულებულია, თუ ადრე მასწავლებლებს მოსწავლეებისათვის ძირითადად გარკვეული ცოდნისა და ინფორმაციის გადაცემა ევალებოდათ, ამჟამად ინფორმაცია მხოლოდ საშუალებაა იმისათვის, რომ მოსწავლეები ზემოთდასახელებული უნარ-ჩვევებით აღიჭურვონ. მაგრამ რა ხდება რეალურად? სინამდვილეში როგორ მიმდინარეობს ისტორიის სწავლება ჩვენს სკოლებში? მე რასაკვირველია არ მაქვს და არც შეიძლება მქონდეს ზუსტი პასუხი ამ კითხვებზე. მხოლოდ ჩემი ვარაუდის გაზიარება შემიძლია. ვფიქრობ, მასწავლებლების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის გახლავთ, რომ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უნარების განვითარება ნაკლებად აისახება გამოცდების ფორმატზე, სადაც მთავარი ყურადღება ისევ ფაქტების დამახსოვრებაზეა გამახვილებული. ეს განსაკუთრებით კატის გამოცდებს ეხება. ანუ რა გამოდის, მასწავლებელმა უნდა იზრუნოს აუცილებელი უნარების განვითარებაზე, საამისოდ უნდა განახორციელოს განსხვავებული აქტივობები, უნდა დახარჯოს უამრავი დრო და ენერგია, მაგრამ საბოლოოდ მოსწავლე ისევ ფაქტების მექანიკური დამახსოვრების უნარით შეფასდება. ამ გარემოებას ვერც მასწავლებელი უვლის გვერდს. იგი იძულებული ხდება საინტერესო აქტივობებს დრო მოაკლოს და ხშირად შეამოწმოს რამდენად ზუსტად ახსოვთ მოსწავლეებს სახელმძღვანელოში არსებული ინფორმაცია, რაც აუცილებელია გამოცდის წარმატებით ჩასაბარებლად. თუმცა მასწავლებლების მოზრდილი ნაწილი ამას სიამოვნებით აკეთებს, რადგანაც ასე უფრო იოლია მუშაობა. შესაბამისად გასაკვირიც არ არის, რომ ისტორიის მიმართ მოსწავლეების ინტერესი კლებულობს და გამოცდებზე შესაძლოა ისიც გამოჩნდეს, რომ მათ საჭირო დონეზე არც ფაქტობრივი მასალა აუთვისებიათ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ისტორიის სწავლება თითქმის სრულად არის დამოკიდებული სახელმძღვანელოებზე. მასწავლებლისთვის ძალზე რთულ და პრაქტიკულად შეუძლებელ ამოცანაა, რომ ერთდროულად წიგნსაც გასცდეს და შესასწავლი მასალაც ბოლომდე გადასცეს. სწორედ ამიტომ იქცა ისტორიის სწავლება ,,მოსაწყენად", თუმცა ეს ასე არ უნდა იყოს. ამიტომაც მასწავლებელს მართებს შემოქმედებითობისა და ფანტაზიის გამოვლენა და ისეთი აქტივობების მოფიქრება, რომელიც ისტორიას ,,გააცოცხლებს" და საგნის სწავლების პროცესს სახალისოს გახდის. კიდევ ერთხელ ვიკითხოთ, რას ვკარგავთ ისტორიის არცოდნით? რატომ სჭირდებათ მოსწავლეებს ისტორიის სწავლა სინამდვილეში? ამ კითხვებზე პასუხი დიდი ხანია გასცეს ისეთმა უდიდესმა ავტორიტეტებმა, როგორებიც ილია ჭავჭავაძე, ივანე ჯავახიშვილი, იაკობ გოგებაშვილი და არაერთი სხვა ქართველი საზოგადო მოღვაწე გახლავთ. მათი მოსაზრებები ჩვენთვის კარგად ცნობილი, სათანადოდ დაფასებული და გათვალისწინებულია. ამჯერად რამდენიმე უცხოელი ექსპერტის მოსაზრებას შემოგთავაზებთ, რომლებიც ისტორიის, როგორც სასკოლო საგნის მნიშვნელობაზე საუბრობენ. დავიწყოთ პულიცერის პრემიის ლაურეატით, ისტორიკოს უოლტერ მაკდუგალის (Walter McDougall) მოსაზრებით. თავის სტატიაში, რომელიც მან American Scholar -ში გამოაქვეყნა, ისტორიის მნიშვნელობაზე ვრცლად საუბრობს და დასკვნის სახით სამ მთავარ მომენტზე ამახვილებს ყურადღებას. ესენია – ფართო ინტელექტუალური განვითარება, სრულყოფილი სამოქალაქო განათლება, მორალური ღირებულებების ჩამოყალიბება. მაკდუგალი წერს: „ისტორია შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გამტარი უზარმაზარი ხომალდი, რომელიც ჭეშმარიტ განათლებას აძლევს ახალგაზრდა თაობებს, ხელს უწყობს მათი გონებრივი შესაძლებლობების განვითარებას, აიძულებს მათ გამოიძიონ, გააანალიზონ, დაასაბუთონ ისტორიული და ადამიანური ტრაგედიების თუ ტრიუმფის გამომწვევი მიზეზები. ისტორიის შესწავლა მოსწავლეს ეხმარება ყველა დანარჩენი სასკოლო საგნის უკეთ გაგებაში - იქნება ეს ისტორიასთან ახლო მდგომი გეოგრაფია და ლიტერატურა, თუ მისგან საკმაოდ დაშორებული მათემატიკა და მეცნიერების საფუძვლები". „თუ ისტორიის სწავლებას სწორად წავმართავთ, ჩვენი მოსწავლეები შეძლებენ არამარტო ჩაწვდნენ წარსული დროის ამა თუ იმ მოვლენის არსს ან ისტორიული პიროვნებების როლს, არამედ დაუკავშირონ ისინი თავიანთ ცხოვრებას", - ეს უკვე ლინი მანსონის (Lynne Munson) მოსაზრება გახლავთ, – ,,სწორედ ისტორიის სასკოლო საგნის დამსახურებაა, რომ მოსწავლეს ეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, დაინახოს საკუთარი ცხოვრების უფრო ფართო კონტექსტი, გაისიგრძეგანოს და გაიაზროს ისტორიული პიროვნებების საქმეები და წარმოიდგინოს, თუ რისი გაკეთება შეუძლია მას მომავალში. ისტორიის გარეშე მსოფლიო საოცრად პატარავდება", - ამბობს ის. მაკდუგალი უფრო შორსაც მიდის და ისტორიას ,,თანამედროვე კურიკულუმის რელიგიას" უწოდებს, ხოლო მანსონი ამტკიცებს, რომ ,,ლიბერალური მეცნიერებების ცოდნა არის უმთავრესი წინაპირობა მსოფლიოზე სწორი წარმოდგენის შესაქმნელად". ისტორიის სასწავლო საგნის ღირებულებებზე საუბარს აღარ გავაგრძელებ და მხოლოდ ერთს დავძენ, ვისურვებდი წარსულის გმირებით შთაგონებულ ჩვენს მოსწავლეებში გაგვეჩინა იმის სურვილი, რომ მომავალში თვითონაც ქცეულიყვნენ გმირებად, ხოლო რამდენად მოახერხებენ ამას, ეს ალბათ ნაკლებად მნიშვნელოვანია. სამაგიეროდ სავსებით შესაძლებელი და ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი მოზარდები თავიანთი ქვეყნის პატრიოტებად, პასუხისმგებლობის მქონე პიროვნებებად, საზოგადოების განვითარებაში მონაწილე მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ. ჩვენი თემა ერთი ახალი მეთოდის აღწერით მინდა გავაგრძელო. ცოტა ხნის წინ პესტალოცის პროგრამით ესტონეთში გახლდით. რამდენიმე ლექცია სწავლასწავლების თანამედროვე ტენდენციებს დაეთმო. მართალია ეს მეთოდი სემინარზე დაწვრილებით არ განხილულა (ამიტომ დამატებითი ინფორმაციაც მოვიძიე), თუმცა რამდენიმე მიზეზის გამო საინტერესოდ მომეჩვენა. უპირველესად იგი ორიგინალური და საკმაოდ გამომწვევია. მიმაჩნია, რომ არ შეიცავს გაუმართლებელ რისკებს. ამასთან მასწავლებელს მისი გამოყენება შეუძლია როგორც ტექნოლოგიების დახმარებით, ასევე მათ გარეშეც. თუმცა სრულყოფილი სახით ამ მეთოდით სწავლება ტექნოლოგიების გამოყენებას მოითხოვს. აღნიშნულ მეთოდს ინგლისურად „flipped classroom” ეწოდება, ხოლო ქართულად მას „შეტრიალებული სასწავლო პროცესი" შეიძლება ვუწოდოთ. შეტრიალებული სასწავლო პროცესი ნიშნავს ისეთ სწავლებას, როცა მოსწავლეები ახალ მასალას კლასის მიღმა ეცნობიან. უმეტეს შემთხვევაში თვითონ კითხულობენ ახალ მასალას ან უყურებენ მასწავლებლის მიერ მიწოდებულ ვიდეო-ლექციას, ხოლო საკლასო დროს უფრო რთული აქტივობების შესასრულებლად იყენებენ. მაგ; პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება, დისკუსია, დებატები, ექსპერიმენტები და ა.შ. შეტრიალებული სასწავლო პროცესი ითვლება კონსტრუქციულ პედაგოგიკად, რომელიც ქმნის ნიადაგს პასიური სასწავლო პროცესის აქტიურ სასწავლო პროცესად გარდაქმნისათვის. იგი ფოკუსირებულია ისეთი მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაზე, როგორიცაა ანალიზი, სინთეზი და შეფასება. თუ შეტრიალებულ სასწავლო პროცესს ბლუმის ტაქსონომიის ჭრილში განვიხილავთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოსწავლეები დაბალი დონის (ცოდნა და გაგება) შესატყვის მოქმედებებს სკოლის გარეთ ახდენენ, ხოლო გაკვეთილზე მაღალი კოგნიტური უნარების განვითარება ხდება (გამოყენება, ანალიზი, სინთეზი, შეფასება). გაკვეთილის ორგანიზების ყველაზე მისაღებ ფორმად წყვილებში მუშაობა ითვლება. შეტრიალებული საკლასო ოთახი ცვლის როგორც მასწავლებლების, ასევე მოსწავლეების როლებს, მათ მოლოდინებს. მოსწავლეები უფრო მეტ პასუხისმგებლობას იღებენ თავიანთი სწავლის პროცესზე. ტრადიციული ლექციის ნაცვლად დროდადრო მათ საშუალება ეძლევათ ინფორმაცია ალტერნატიული გზებით მიიღონ და საგაკვეთილო დრო საინტერესო აქტივობებს დაუთმონ. ამ მეთოდით სწავლებისას მასწავლებელი ბუნებრივად ირგებს ფასილიტატორის და მოდერატორის როლს. იზრდება მოსწავლეთა ჩართულობა სასწავლო პროცესში, ისინი უფრო თამამად გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს, თანაკლასელების ან მასწავლებლის დახმარებით ძალდაუტანებლად ასწორებენ შეცდომებს, ახდენენ არასწორი წარმოდგენების რევიზიას, მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის დამყარებულია მუდმივი უკუკავშირი, ხდება სხვადასხვა პედაგოგიური სტრატეგიების ეფექტური გამოყენება. შეტრიალებული სასწავლო პროცესის ძალზე მნიშვნელოვანი ნაწილია ტექნოლოგიები, რომელიც მრავალმხრივ შეიძლება იქნეს გამოყენებული. მოსწავლეები მათი დახმარებით ხდებიან უფრო თავდაჯერებულები, უკეთ განსაზღვრავენ სწავლის მათთვის ყველაზე სასურველ ხერხს (მაგ; ლექცია, კითხვა, ინტერაქტიური მულტიმედია). ეცნობიან რა სასწავლო მასალებს სხვადასხვა ფორმატში, შეუძლიათ უკეთ მიუსადაგონ სწავლის მათთვის სასურველ სტილს (მაგ. ტექსტი, ვიდეო, აუდიო, მულტიმედია). შეტრიალებული სწავლება საკლასო ოთახში ქმნის შესანიშნავ შესაძლებლობებს დისკუსიებისა და ინტერაქციისათვის. შესაძლებელი ხდება მოსწავლეების აკადემიური მოსწრების მონაცემების უფრო სრულყოფილად დაფიქსირება, მოსახერხებელია მათი პროგრესის ანალიზის ჩასატარებლად, ის აგრეთვე ახდენს რისკის ჯგუფში არსებული მოსწავლეების იდენტიფიკაციას. შეტრიალებული სასწავლო პროცესი თავიდან განსაკუთრებით პოპულარული ჰუმანიტარულ საგნებში გახდა. მოგვიანებით მისი აქტიურად გამოყენება ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო საგნებშიც აქტიურად დაიწყეს. მეთოდის ავტორებმა იმაზეც იზრუნეს, რომ მოსწავლეები გაკვეთილისათვის სათანადოდ მომზადებულიყვნენ, რათა საკლასო დრო მაქსიმალურად სასარგებლოდ გამოეყენებინათ. ამისათვის მათ შექმნეს სპეციალური ფორმები (სამუშაო ფურცლები), რომელთა დახმარებით მოსწავლეები ახალი მასალის პრიორიტეტულ საკითხებს შეისწავლიან (კითხვებზე პასუხის გაცემა, პრობლემების გამოკვეთა და სხვა). თეორეტიკოსები იზიარებენ მოსაზრებას, რომ სწავლების შეტრიალება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება სასარგებლო, თუ მოსწავლეები წინასწარ საფუძვლიანად მოემზადებიან. შეტრიალებული საკლასო ოთახის თეორეტიკოსები ჯონ ბრენსფორდი, ენ ბრაუნი, როდნი კოკინგი თავიანთ ერთობლივ ნაშრომში „როგორ სწავლობენ ადამიანები" ასახელებენ სწავლა-სწავლების მეცნიერების სამ მთავარ მიმართულებას. „იმისათვის რომ მოსწავლეებს კვლევის უნარი განუვითარდეთ საჭიროა: ა) ფაქტობრივი მასალის საფუძვლიანი ცოდნა; ბ) ფაქტებისა და იდეების გაგება კონტექსტში; გ) ცოდნის ორგანიზების ისეთი უნარი, რომელიც განაპირობებს მის ტრანსფორმაციას და შემდგომში გამოყენებას". მკვლევრები მიიჩნევენ, რომ შეტრიალებული საკლასო ოთახი კარგად პასუხობს ამ ამოცანებს. მოსწავლეები ეფექტურად იყენებენ ახალ ფაქტობრივ ცოდნას, ახერხებენ სწრაფი უკუკავშირის მიღებას თანაკლასელებისა და მასწავლებლისგან, ძალდაუტანებლად ახდენენ მცდარი წარმოდგენების შეცვლას და საბოლოო ჯამში ახდენენ ცოდნის ისეთი ფორმით ორგანიზებას, როგორსაც სამომავლოდ ეფექტურად გამოიყენებენ. ამასთანავე შეტრიალებული საკლასო ოთახი მოსწავლეებს საშუალებას აძლევს უკეთ გაიაზრონ საკუთარი შესაძლებლობები, ირწმუნონ თავიანთი ძალები. ბრანსფორდი და მისი კოლეგები ამტკიცებენ, რომ „ამგვარი მეტაკოგნიტური მიდგომა ეხმარება მოსწავლეებს სასწავლო პროცესის კონტროლში. ისინი ახერხებენ უკეთ დაისახონ სასწავლო ამოცანები, მონიტორინგი გაუწიონ თავიანთ პროგრესს, მიაღწიონ დასახულ მიზნებს". დაბოლოს, დასკვნის სახით მოკლედ ჩამოვთვლით შეტრიალებული სასწავლო პროცესის მთავარ მიმართულებებს : ¾ რადგან ახალ მასალას სახლში ეცნობიან, მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ თავად გააკეთონ პირველი აღმოჩენები; ¾ ითვალისწინებს ისეთ აქტივობებს, რომლებიც მოსწავლეების პასუხისმგებლობას ამაღლებს, ეხმარება მათ სასწავლო პროცესისათვის სათანადოდ მოსამზადებლად; ¾ ქმნის მექანიზმს მოსწავლეების გაგების შესაფასებლად; ¾ აწარმოებს საკლასო აქტივობებს, რომლებიც ორიენტირებულია მაღალ სააზროვნო უნარებზე. ჩვენს თემას ისტორიის მასწავლებლებისათვის განკუთვნილი რამდენიმე სასწავლო აქტივობით დავასრულებთ. მიგვაჩნია, რომ ისინი საკმაოდ შემოქმედებითი და პროდუქტიულია. მათი გამოყენებით შეგვიძლია გავაძლიეროთ მოსწავლეების ინტერესი საგნის მიმართ, განუვითაროთ მათ სააზროვნო - კოგნიტური, კითხვისა და წერითი მეტყველების უნარები, გაუფართოოთ წარმოსახვა და ფანტაზია. ჩვენს აქტივობები რამდენიმე კონკრეტულ მიზანსაც ისახავს, მაგ: ხელი შეუწყოს მოსწავლეების მიერ ისტორიული კონტექსტის გააზრებას, დაეხმაროს მოსწავლეებს უკეთ შეაფასონ პიროვნებების როლი ისტორიაში, არგუმენტებით დაასაბუთონ მათ მიერ გაღებული ძალისხმევის შედეგად მომხდარი სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ცვლილებების მნიშვნელობა. ტექსტის კითხვისას, კითხვებზე პასუხების გაცემისას, წერითი დავალების შესრულებისას მოსწავლეები აღმოაჩენენ ფუნდამენტურ განსხვავებებს წარსულსა და აწმყოს შორის, გაიაზრებენ იმ გრანდიოზულ ცვლილებებს, რომლებიც ამ ადამიანებმა თავიანთ ეპოქაში გარშემომყოფთა აზროვნებაზე მოახდინეს. საგაკვეთილო აქტივობები რომ უფრო საინტერესოდ წარიმართოს, სასურველია მასწავლებელმა შეარჩიოს ისეთი ისტორიული პიროვნებები, რომლებსაც თანამედროვეების მხრიდან თავს დიდი რისხვა დაატყდათ.ისტორიამ ზოგიერთი მათგანის სრული ,,რეაბილიტაცია" მოადინა, ზოგიერთის კი მიმართ დღემდე დავა მიმდინარეობს. სანამ უშუალოდ აქტივობების აღწერაზე გადავალთ, კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ ჩვენს მოსაზრებას, რომ მასწავლებელი შემოქმედებითად უნდა მიუდგეს ნებისმიერ აქტივობას, გამოიყენოს მხოლოდ ის აქტივობები, რომლებიც მისთვის არის მოსახერხებელი, შეიტანოს მათში ცვლილებები და ა.შ.თავდაპირველად აუცილებელია მოსწავლეებმა ტექსტი წაიკითხონ, რომელიც საუკეთესო შემთხვევაში სახელმძღვანელოს ტექსტთან და ისტორიულ წყაროსთან ერთად შეიძლება კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურაც იყოს. სასურველია, ეს იყოს მომცრო ზომის ნახატებიანი წიგნი. შემდეგ ეტაპზე მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით ამ პიროვნების ირგვლივ განსახილველი საკითხების ჩამონათვალს შეადგენენ. მათში ყურადღება გამახვილებული იქნება, ერთი მხრივ, ისტორიულ გარემოებებზე, ხოლო მეორე მხრივ, ისტორიული პერსონის პიროვნულ ღირსებებსა და ხასიათის თვისებებზე. საბოლოოდ მოსწავლეები შეძენილ ცოდნას რამდენიმე აქტივობაში (უმეტესად წერითი სახის) გამოიყენებენ. მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს წასაკითხი ტექსტის რამდენიმე ვარიანტს (საბოლოო არჩევანს მოსწავლეები აკეთებენ, მოსწავლეების მოტივირებისა და პასუხისმგებლობის გრძნობის გაღვივების კიდევ ერთი საშუალება), უზრუნველყოფს მოსწავლეებს ტექსტებით, აცნობს მათ შესასრულებელ დავალებებს, ხოლო დავალებების უკეთ გასაგებად და დროის მოგების მიზნით წინასწარ მომზადებული აქვს საჭირო რაოდენობით სპეციალური ფორმები. თავდაპირველად მოსწავლეები უპასუხებენ რამდენიმე შეკითხვას. ეს მათ შემდგომი დავალებების უკეთ შესრულებაში დაეხმარება. გთავაზობთ რამდენიმე აქტივობას, რომლებსაც მოსწავლეები მას შემდეგ შეასრულებენ, როცა მასწავლებელი დარწმუნდება, რომ მათ გაიაზრეს წაკითხული ტექსტი. პირველი აქტივობა შეიძლება პროექტადაც მივიჩნიოთ. ფოტოალბომი კომენტარებით - ეს აქტივობა განსაკუთრებით იმ მოსწავლეებისათვის იქნება სასარგებლო, რომლებსაც კეთებით სწავლა მოსწონთ. ვთხოვოთ მოსწავლეებს, შექმნან განსახილველი ისტორიული პიროვნების რამდენიმე ფოტოსურათისგან ან რეალისტური ნახატისაგან შემდგარი ფოტოალბომი, რომლებსაც მოსწავლეები, რასაკვირველია, ინტერნეტიდან მოიპოვებენ. დავავალოთ მოსწავლეებს მოპოვებულ მასალებზე თავიანთი კომენტარების დართვა. იმ მოსწავლეებს, რომლებსაც წერითი დავალებები უყვართ და ფანტაზიის უნარი კარგად აქვთ განვითარებული, განსაკუთრებით მოეწონებათ დავალება, რომელსაც პირობითად წარმოსახვითი ინტერვიუ დავარქვით. მოსწავლეებს ვთხოვოთ გონებრივი იერიშით მოიფიქრონ ის კითხვები, რომლებსაც ისტორიულ პიროვნებას დაუსვამდნენ. კითხვები დაფაზე დავწეროთ. შემდეგ წყვილებად ან ტრიადებად დაყოფილ მოსწავლეებს ვთხოვოთ მოფიქრებული კითხვებიდან ამოირჩიონ მათთვის ყველაზე საინტერესო კითხვების განსაზღვრული რაოდენობა და პასუხები ისე გასცენ, როგორც მათი წარმოდგენით ისტორიული პერსონა გააკეთებდა. მოსწავლეებს უნდა ავუხსნათ, რომ პასუხების გაცემისას თავი ისტორიული პიროვნების ადგილას წარმოიდგინონ, მათ პასუხებში უნდა ჩანდეს, რომ იციან ამ პიროვნების ცხოვრების შესახებ. დავალების ბოლოს ერთი ან რამდენიმე საუკეთესო ნამუშევარი შეიძლება წავიკითხოთ, ხოლო ყველა დასრულებული ინტერვიუ ერთად ავკინძოთ ხელნაწერ წიგნად. აქტივობა ხასიათის სოციოგრამა მოსწავლეებს დაეხმარება, უკეთ გაიაზრონ ისტორიული პიროვნების ხასიათი, დააფიქსირონ მისი დამოკიდებულებები უახლოეს ადამიანებთან, ამ ადამიანების დამოკიდებულება მათდამი. იგი მოსწავლეს განუვითარებს წაკითხულის გააზრების, აგრეთვე წაკითხულ ტექსტში სპეციფიკური და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოძიებისა და ადეკვატურად გამოყენების უნარს. დავალება ასე სრულდება: სამუშაო ფურცლის შუა რგოლში მოთავსებულია ისტორიული პერსონის სახელი. ავირჩიოთ ამ ადამიანის ცხოვრების რამდენიმე (ოთხი ოპტიმალური რაოდენობაა) მნიშვნელოვანი პიროვნება. მათი სახელები ორი ურთიერთსაპირისპირო ისრით დავაკავშიროთ მთავარ პიროვნებასთან. ვთხოვოთ მოსწავლეებს, ისრების გასწვრივ თითო წინადადებით დაწერონ, რა აკავშირებს ამ ადამიანებს ერთმანეთთან. მოსწავლეებმა უნდა ამოარჩიონ მათი აზრით მთავარი დამაკავშირებელი მომენტი. ეს შეიძლება იყოს: ერთმანეთთან დამოკიდებულება, დამსახურება ერთმანეთის წინაშე, რას ფიქრობდნენ ერთმანეთზე, ნათესაური ან სხვაგვარი კავშირი და ა.შ. დავალების დამამთავრებელ ეტაპზე მოსწავლეები ისრებზე მოცემული ინფორმაციის მიხედვით პიროვნების ხასიათის სოციოგრამას შეადგენენ. წერითი დავალება კონცეპტუალური წრე მოსწავლეებს განუვითარებს ლოგიკურ აზროვნებას და წაკითხულის გააზრების უნარს. მოსწავლეებმა უნდა დაინახონ კავშირი მასწავლებლის მიწოდებულ სიტყვებსა და წაკითხულ ტექსტს შორის. აქტივობა ასე სრულდება: მასწავლებელი წრეში ქმნის მისთვის საჭირო რაოდენობის დანაყოფებს. თითოეულ დანაყოფში წერს იმ სიტყვას ან მოკლე ფრაზას, რომლებიც ყველაზე ნათლად ახასიათებს ისტორიულ პიროვნებას. მოსწავლეებს დავალებად ეძლევათ დაწერონ პიროვნების დახასიათება ისე, რომ აუცილებლად გამოიყენონ მოცემული სიტყვები. აქტივობა საკმაოდ პროდუქტიულია. იგი ავითარებს მოსწავლის წერით უნარებს, ლოგიკურ აზროვნებას, სიტყვებისა და ფრაზების სწორად დაკავშირებისა და გამოყენების უნარს. მოსწავლეებს ვთხოვოთ მიწოდებული სიტყვების გამუქება. სამუშაოს დასრულების ბოლოს კი - გამოთქვან თავიანთი აზრი, რამდენად დაეხმარა მასწავლებლის მიერ მიწოდებული სიტყვები და ფრაზები დავალების შესრულებაში, რამდენად ზუსტად ასახავდა ეს მონაცემები პერსონის ხასიათს. აქტივობების და დავალებების შესრულებისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს რამდენიმე გარემოება, ზეპირი მსჯელობისასმეტისმეტი მონდომების გამო მოსწავლეებისთვის დამახასიათებელია მთავარი თემიდან გადახვევა. მასწავლებელმა მოსწავლე აქტიურობისათვის უნდა შეაქოს, მაგრამ მათი მსჯელობა ისევ განსახილველი თემებისკენ უნდა შემოაბრუნოს. დაბოლოს, შეფასებისას მასწავლებელმა მოსწავლეების ლექსიკურ მარაგთან და შემოქმედებითობასთან ერთად უნდა გაითვალისწინოს რამდენად ადეკვატურად იყენებენ ისინი წაკითხულ ინფორმაციას და რამდენად ლოგიკურად ახერხებენ თავიანთი მოსაზრებების დასაცავად წაკითხული ინფორმაციის მოშველიებას.
 გამოყენებული ლიტერატურა:
 1. Berrett D (2012). How ‘flipping’ the classroom can improve the traditional lecture. The Chronicle of Higher Education, Feb. 19, 2012 2. Bransford JD, Brown AL, and Cocking RR (2000). How people learn: Brain, mind, experience, and school. Washington, D.C.: National Academy Press. 3. Fertig, Gary. "Using Biography to Help Young Learners Understand the Causes of Historical Change and Continuity." The Social Studies 99 (2008): 147–154. 4. Zarnowski, Myra. " Exploring Biographies and Overcoming Life’s Obstacles." Social Studies and the Young Learner 33 (2008): 42–46

1 comment:

  1. ძალიან კარგი მეთოდურია,მიმეწონა და სიამოვნებით გავიზიარებ

    ReplyDelete